ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
ყველა მასწავლებელს სურს, რომ მისმა მოსწავლეებმა განივითარონ მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევები და შეძლონ სასწავლო თემატიკის სიღრმისეულუი გაგება. შესაძლოა, თავად მოსწავლეებმა ასეთი ცოდნა მათი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვნად არ ჩათვალონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვადასხვა საგანს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სწავლობენ. მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები აკავშირებს სასწავლო პროცესის სხვადასხვა დისციპლინას, სხვადასხვა თემის შეთავაზებით, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის.
კითხვების ეფექტურად დასმა განაპირობებს მოსწავლეების სიღრმისეულ აზროვნებას და სააზროვნო სასწავლო კონტექსტის შექმნას. როცა მოსწავლეები მათთვის საინტერესო შეკითხვებს მოისმენენ, სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის ხარისხიც იზრდება. როცა კითხვები მოსწავლეებს ეხმარება, დაინახონ კავბშირი სხვადასხვა დისციპლინას შორის, სწავლის პროცესი უფრო მიზანდასახული და აზრიანი ხდება. სწორი შეკითხვების დასმით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებასა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ვაპირებ ამ მოდულის გავლის შედეგად მიღებული ცოდნის აქტიურ გამოყენებას ჩემს სასწავლო პროცესში.
No comments:
Post a Comment