Sunday, February 28, 2016

მეხუთე მოდულის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით... 

Saturday, February 27, 2016

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…

Sunday, February 21, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

    ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
    ყველა მასწავლებელს სურს, რომ მისმა მოსწავლეებმა განივითარონ მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევები და შეძლონ სასწავლო თემატიკის სიღრმისეულუი გაგება. შესაძლოა, თავად მოსწავლეებმა ასეთი ცოდნა მათი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვნად არ ჩათვალონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვადასხვა საგანს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სწავლობენ. მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები აკავშირებს სასწავლო პროცესის სხვადასხვა დისციპლინას, სხვადასხვა თემის შეთავაზებით, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის.
    კითხვების ეფექტურად დასმა განაპირობებს მოსწავლეების სიღრმისეულ აზროვნებას და სააზროვნო სასწავლო კონტექსტის შექმნას. როცა მოსწავლეები მათთვის საინტერესო შეკითხვებს მოისმენენ, სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის ხარისხიც იზრდება. როცა კითხვები მოსწავლეებს ეხმარება, დაინახონ კავბშირი სხვადასხვა დისციპლინას შორის, სწავლის პროცესი უფრო მიზანდასახული და აზრიანი ხდება. სწორი შეკითხვების დასმით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებასა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
     ვაპირებ ამ მოდულის გავლის შედეგად მიღებული ცოდნის აქტიურ გამოყენებას ჩემს სასწავლო პროცესში.

Saturday, February 20, 2016

მეორე მოდულის რეფლექსია

   ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. კერძოდ, როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, როგორ შეიძლება დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება და ა. შ. 
  ვფიქრობ ამ მოდულის გავლის შედეგად მიღებული ცოდნით შევძლებ მოსწავლეებს დავეხმარო პროექტის დაგეგმვასა და მომზადებაში,  მათ აქტიურ ჩართვას მის განხილვაში.

Sunday, February 14, 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

  ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ვფიქრობ აქ მიღებული ცოდნის გამოყენებით შევძლებ ჩემი საგაკვეთილო პროცესი უფრო მრავალფეროვანი გავხადო, რაც საშუალებას მომცემს მოსწავლეებიც უფრო აქტიურად ჩავრთო სწავლის პროცესში.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მოლოდინი

   ტრენინგის მიმართ გამაჩნია დიდი მოლოდინი, ვფიქრობ ბევრ საინტერესო რამეს გავიგებ და შევისწავლი, რასაც წარმატებით გამოვიყენებ ჩემს მომავალ საქმიანობაში.